საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა.
გაფართოებულ შეხვედრას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მინისტრის მოადგილეები - დავით ზალკალიანი და თამარ ბერუჩაშვილი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ნატალია საბანაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დაესწრნენ.
--