ევროკავშირის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მხარი დაუჭიროს იმ არჩევანში, რომელიც გააკეთა.
,,თქვენ შეგიძლიათ გვენდოთ როგორც პარტნიორებს და ჩვენ ყველაფერს ვიღონეთ იმისთვის, რომ მხარი დაგიჭიროთ იმ არჩევანში, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა", _განაცხადა ბაროზუმ საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა დიდი პასუხისმგებლობაა და საზოგადოების ყველა შრე მობილიზებული უნდა იყოს.