"ქართული ოცნების" მიერ მარნეულის რაიონში ადგილობრივ არჩევნებში გამგებლობის საკუთარი კანდიდატის მოხსნას და მოწოდებას ამავე პარტიის მაჟორიტარული კანდიდატებისადმი ანალოგიურად მოქცევის შესახებ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა რომან გოცირიძემ გაუმართლებელი და სახიფათო პრეცედენტი უწოდა.
"სჯობია წააგო, ვიდრე დათმო"- აღნიშნა გოცირიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
"ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული თემებით საარჩევნო მანიპულაცია სულ მცირე, პოლიტიკური უპასუხისმგებლობაა და იგი ძალაუნებურად ერთიანი ქართული მოქალაქეობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბების საწინააღმდეგოდაა მიმართული", - აცხადებს რომან გოცირიძე.