მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის აჰმედ იმამყულიევისთვის კოალიცია ,,ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება გაუგებარია. როგორც საკითხის კომენტირებისას იმამყულიევი აცხადებს ის გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
,,ეს გადაწყვეტილება მათი ნებაა, მაგრამ ერთი რა შემიძლია გითხრათ ჩვენ ვიბრძოლეთ, ვიბრძვით და ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ მარნეულში მოვიგოთ. მთელს საქართველოში მოგებას რაც შეეხება, იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდის წევრები მოიგებენ", _ აცხადებს იმამყულიევმა.
შეგახსენებთ, ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ურჩიოს მარნეულში გამგებლობის საკუთარ კანდიდატს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. ხოლო "ქართული ოცნების" მარნეულის გამგებლობის კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორ დღის განმავლობაში მიიღებს.
იგი გვიანობამდე მართავდა კონსულტაციებს ,,ქართული ოცნების" ოფისში დახურულ კარს მიღმა. ჯერჯერობით, უცნობია ვისთან გამართა შეხვედერა თოფჩიშვილმა.