თბილისის სასწავლო უნივერისტეტში, შსს-ს კამპანიის - „არა ბიონარკოტიკს" ფარგლებში, ანტინარკოტიკული საგანმანათლებლო ტრენინ-პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა, სოფო კილაძემ, ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა წარადგინეს.
პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მასშტაბით დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანსა და მნიშვნელობაზე.ასევე, იმ საფრთხეებზე, რასაც ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება იწვევს.
შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შსს-ს წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ სტუდენტების აზრი მოისმინეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.
მასალის გამოყენების პირობები