ევროკომისა ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზუს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ვიზიტი, ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის წინ, ხაზს უსვამს ევროკავშირის მხარდაჭერას ამ ქვეყნის მიმართ.
განცხადების თანახმად, ოფიციალური ვიზიტით ევროკომისარი საქართველოს 12 და 13 ივნისს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში ბაროზუ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.