,,ნაცმოძრაობის" ზუგდიდის რაიონულ ოფისთან დაპირისპირებაა, სადაც საპროტესტო აქციას მეტყევე-რეინჯერ დავით ცინდელიანისა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას ახლობლები მართავენ.
მათ პარტიის ოფისთან ახლოს მიახლოვება სცადეს, რის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. რის შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა პოლიციელებსა და ცინდელიანისა და ქარდავას ნათესავებს შორის.
ისინი მკვლელობის შემკვეთისა და შემსრულებლის დასჯას მოითხოვენ.