საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა წინასაარჩევნო გარემო შეფასა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი აფასებს საქართველოს პროგრესს, რომელიც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე მიაღწია, თუმცა არსებობს შეშფოთების საფუძველი რაზეც არასამთავრობოები მიუთითებენ.
,,ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას. ვაფასებთ იმ წარმატებას, რომელმაც საქართველომ წინა ორი არჩევნების დროს მიაღწია. ვფიქრობთ, რომ არსებობს სერიოზული საფუძველი ასოცირების ხელშეკრულების გასაფორმებლად. Eეს უნდა შენარჩუნდეს. Nნამდვილად არსებობს შეშფოთების საგანი რომელთა შესახებ ვისმენთ არასამთავრობოების მხრიდან. Aარავის ვურჩევდი ამის იგნორირებას. Pპრობლემები უნდა მოგვარდეს. Dდემოკრატიულ ქცევას საფუძველი უკვე ჩაეყარა და მისი შერყევა ადვილი არ არის, მაგრამ თუ კანონის ფარგლებს რაიმე სდება დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიონ", _განაცხადა დიმიტროვმა.