საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ავსტრიის პარლამენტის და ავსტრიის განვითრების სააგენტოს დელეგაციას შეხვდა.
დელეგაციას ხელმძღვანელობდა ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ტანია ვინდბიუხლერ-სუშილი.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრონლობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა, მათ შორის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მიმდინარე პროცესები. ქართულმა მხარემ ავსტრიელ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებული საკითხები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ასპექტები.
ამასთანავე, შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა ავსტრიული პრესის წარმომადგენლების შეკითხვებს.