პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ამერიკელი სამხედროების დაღუპვის გამო და სამძიმრის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილე ხუთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო. მათ მიერ მსოფლიოს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილი არასოდეს იქნება დავიწყებული. საქართველოს მოქალაქეთა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს, ამერიკელ ხალხსა და სახელმწიფოს", _ნათქვამია სამძიმრის განცხადებაში.