დღეს, 25 მარტს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში თემაზე "ფულის გათეთრება და ფინანსური დანაშაულის გამოძიება" მიმდინარე ტრენინგი დასრულდება.
ერთკვირიან ტრეინინგს შვეიცარიის ბაზელის ინსტიტუტის ქონებრივი დანაშაულის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ექსპერტები უძღვებიან. მასში მთავარი პროკურატურის თანამშრომლები, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი გადიან სწავლებას ისეთ თემებში, როგორიცაა ფულის გათეთრების მიმოხილვა, ელექტრონული მტკიცებულებების ორგანიზება, შემოსავლების წარმოშობის დადგენა, ქონების კონფისკაციის მექანიზმები, სამართლებრივი ურთიერთდახმარება და ა.შ.
ინტერაქტიული ხასიათის ტრეინინგზე ექსპერტები მონაწილეებთან ერთად განიხილავენ ფიქტიურ საქმეებს, აანალიზებენ და ადგენენ მათი გამოძიების სქემას.
ტრეინინგის დასრულებისას თითოეული მონაწილე დამოუკიდებლად განახორციელებს ერთი ფიქტიური საქმის გამოძიების პრეზენტაციას.
ფულის გათეთრებასა და ფინანსური დანაშაულის გამოძიების თემაზე პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ერთი კვირის წინ დაიწყო.