,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI-ის) 2014 წლის 15 ივნისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების წინამდებარე შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ არ დაუშვებს არჩევნებში სხვა პარტიების გამარჯვებას მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არჩევნების მიუკერძოებლობისათვის.
,,პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერია, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენჯერმე გააკეთა საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პარტია არჩევნებში ერთადერთი ლეგიტიმური მონაწილეა და სხვა პარტიების გამარჯვება დაუშვებელი იქნება. მან ასევე მიანიშნა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს სავარაუდო დანაშაულების ჩადენის გამო გამასწორებელი სამუშაოები უნდა მიესაჯოთ. აღნიშნული განცხადებები, რომელიც მთავრობის მეთაურის მხრიდან კეთდება, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არჩევნების მიუკერძოებლობისათვის, რომელსაც საარჩევნო და სხვა სამთავრობო სტრუქტურებმა დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწიეს. მსგავსი ტიპის განცხადებები აგრეთვე ქმნის საფრთხეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მათ არასწორ ინტერპრეტაციას მისცემს და მმართველი კოალიციის გამარჯვების უზრუნველსაყოფად მიღებულ დირექტივად აღიქვამს", _ნათქვამია NDI-ის ანგარიშში.