მთავრობის ადმინსტრაცია მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის აკვამედ იმან ყულიევისთვის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებში არ ერევა.
,,რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობასა და გადაწყვეტილებებში ხელისუფლება არ ერევა", _აღნიშნულია განცახდებაში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 ხმით 5-ის წინაააღმდეგ ,,ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამ კულიევი რეგისტრაციიდან მოხსნა.