საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილე დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ უწყებათაშორისი კომისია აშშ-ის განცახდებაზე რეაგირებას მოახდენს. როგორც საკითხის კომენტირებისას ზალკალიანმა განმარტა საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება სწორედ უწყებათშორისი კომისიის პრეროგატივაა.
,,დარწმუნებული ვარ, უწყებათაშორისი კომისია, რომელიც საქართველოს მთავრობაშია შექმნილი მოახდენს ამაზე რეაგირებას. ეს მათი პრეროგატივაა, რომ ყველა დეტალი იქნას შესწავლილი და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ჩართულია ამ კომისიის საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ კომისია ამ განცახდებაზეც რეაგირებას მოახდენს ", _განაცახდა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, რომ აქართველოში აშშ-ის საელჩო ადგილობრივი თვითმმართველობების მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტები დროულად გამოიძიოს. ,,ჯი-ეიჩ-ენი" გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,სულ უფრო მეტი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ცნობებს 15 ივნისის მუნიციპალური არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და კონკრეტულ ადგილებში, საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე მიტანილი აგრესიის შესახებ. მოვუწოდებთ ხელისუფებას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები და გადადგას ნაბიჯები, როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოს ამ არჩევნებში საერთაშორისოდ აღიარებული იმ მაღალი სტანდარტების დაცვა, რომლითაც ბოლო ორი არჩევნები გამოირჩა. მთავრობისათვის, თითოეული პარტიისა და საარჩევნო ოლქისათვის მნიშვნელოვანია, შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ რეგიონში დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებაში", _ნათქვამია განცხადებაში.