13 ივნისს საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ ეწვევა. Aამის შესახებ, საგარეო უწყებაში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა.
ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას გახნის.
კონფერენციის ფარგლებში სპეციალური პანელი დაეთმობა საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესსა და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციას.