აშშ საქართველოს დამატებით 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ, აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აღნიშნული თანხით დახმარება გაეწევა იმ ადამინებს, რომლებიც რუსეთის ბორდერიზაციით დაზარალდნენ, ეროვნული უსაფრთხოების საკითებს, ასევე თანხის ნაწილი დაიხარჯება იმ რეფორმების გასატარებლად, რომელიც აუცილებელია სამართლებრივი ინსტიტუტების გასაძლირებლად.
მთლიანობაში აშშ-ში საქართველოს 2014 წელს 65 მილიონი დოლარით დაეხმარება