მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. საბჭოს სხდომას ასევე თავდაცვისა და შს მინისტრები, საგარეო საქემთა მინისტრის მოადგილე და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან. შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ჯერჯერობით, უცნობია რა საკითხებს განიხილავენ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე.