,ნაცმოძრაობა" ბათუმში მომხდარ ინციდენტს ,,ქართული ოცნების" პროვოკაციად აფასებს. როგორც პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრმა გიორგი კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა თავდასხმის მთავარი ორგანიზატორები ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წევრები იყვნენ.
"თავდასხმის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ დავით ლორია და ჯემალ დუაძე, რომლებიც არიან "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წევრები და მათ მოვალეობაში შედის ამ ტიპის პროვოკაციების მოწყობა. ისინი არიან ჩვეულებრივი ზონდერები", _განაცახდა გიორგი კირთაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრას. რუსთაველის ქუჩაზე გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და გიორგი ბარამიძის ადგილობრივებთან შეხვედრისას ვითარება პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ჯემალ რუაძის და დავით ლორიას მისვლის შემდეგ დაიძაბა.
შეხლა-შემოხლა 10 წუთს გაგრძელდა. ვითარების განმუხტვის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების წინასაარჩევნო შეხვედრა გაგრძელდა.