ხვალ, 7 ივნისს, 9:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში, " ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამართავს ღია კარის დღეს, სადაც იწვევს დაინტერესებულ მეწარმეებს ახალი სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად.
შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ისაუბრებს პროგრამის მიმართულებებზე და იმ პირობებზე, რომლის მიხედვითაც მთავრობა ხელს უწყობს ახალი საწარმოების შექმნას და ადგილობრივი წარმოების განვითარებას. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია.
ღია კარის დღეს დაესწრებიან პროგრამის მონაწილე კომერციული ბანკების, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები