უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაცია გრძელდება. ტერორისტული კერების ირგვლივ რკალი თანდათან ვიწროვდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბანდიტებისაგან იწმინდება გზები, სოფლები, მიდის ბრძოლები ქალაქებისათვის.
დღეისათვის ანტიტერორისტული ოპერაციის რუკა ასე გამოიყურება: ბოევიკებისაგან მთლიანად გაწმენდილია დონეცლკის ოლქის ქალაქი კრასნი ლიმანი. იქ ბრძოლა რამდენიმე დღის განმვალობაში გრძლდებოდა. დღეს კი უკვე ტურჩინოვის ბრძანებით ქალაქის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელია დანიშნული.
სოფელი სემიონოვმა ბლოკირებულია უკრაინელი სამხედროების მიერ. სწორედ იმ მდებარეობს იარაღის საწყობი, რომელსაც ტერორისტებია აკონტროლებდდნენ.
სოფლის სიახლოვეს მდებარე ქალაქ სლავიანსკში სროლაა, მიდის ბრძოლები. ტერორისტები იზოლირებულნი არიან და მათ ანადგურებენ.
ამის შემდეგ დონეცკის სამხრეთის ნაწილი მოდის. არსებობს ინფორმაცია, რომ ამვროსიევსკის მხარეს ტერორისტების კოლონები მიერმართებიან. ბრძოლა ქალაქისავთის გრძელდება. ასევე ბრძოლები მიდის ლუგანშინაზე - ქალაქებში რობეჟნოეში, სევეროდონეცკში და ლისიჩანსკში.
სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ დონეცკისა და ლუგანსკის ოცზე მეტი რაიონია. ტერორისტების კონტროლის ქვეშ კი - ათი რაიონი.
მასალის გამოყენების პირობები