პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ შემოიტანონ რაიმე სახის არეულობა საარჩევნო კამპანიის დროს.
„მინდა მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას, მაქსიმალურად თავი შეიკავონ და არ შემოიტანონ რაიმე სახის არეულობა საარჩევნო კამპანიის დროს. ეს არის ძალიან პრინციპული საქმე ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს არ ეხება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას", - აღნიშნა პრემიერმა.