პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსის რომან შამათავას ბრალის დამძიმების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება.
მისივე განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქმე სისტემურ დანაშაულთან, გვქონდა.
,,ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან, ისეთ დანაშაულებთან, როგორებიცაა: წამება, გაუპატიურება, არადამიანური მოპყრობა, ბიზნესის დატერორება და ადამიანების გატაცება", _განაცახდა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მძიმე მოსასმენია, რომ საკუთარ მოქალაქეებს კლავდნენ.
"ეს ძალიან სამწუხაროა, ამ საქმის გამოძიება ჯერ კიდევ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს დავიწყეთ. საუბედუროდ, ასეთი საქმე ბევრია, რომელსაც ჩვენ გავხსნით და ბოლომდე მივიყვანთ. აღმაშფოთებელია რომ ამ საქმეში ფიგურირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად გამგებლობის კანდიდატი ბატონი გუნავა. ძალიან მძიმე მოსასმენია, რომ საკუთარ მოქალაქეებს კლავდნენ. მინდა დავპირდე მოსახლეობას, რომ ყველა დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.