,,ჩემი მერად აღდგენის შემთხვევაში ღარიბაშვილს აქვს შიში, რომ მთავრობის სხდომაზე მივალ და ამ მატყუარა ადამიანს თვალებში ჩავხედავ", _ასე გამოეხმაურა თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში გადადებულ პროცესს.
მისივე განცხადებით, ბავშვსაც არ სჯერათ, რომ საქმის პროკურორები სემინარებზე არიან წასული.
,,ჩემი მერად აღდგენის შემთხვევაში ღარიბაშვილს აქვს შიში, რომ მე მთავრობის სხდომაზე მივალ და ამ მატყუარა ადამიანს თვალებში ჩავხედავ. ეს შიში როგორც ჩანს, მას ივანიშვილიდან გადმოჰყვა, როცა მე მასთან შეხება მქონდა მთავრობის სხდომაზე. მეგობრებო, ნუ დარდობთ საქმეს მიხედეთ 100 ქარხანა აამუშავეთ, მე არც მთავრობის სხდომაზე ვაპირებ მისვლას და არც ამ უფლებამოსილების აღდენისთვის ვიბრძვი", - განაცხადა უგულავამ.
უგულავას თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი მერად აღდგენა კი არ არის, არამედ არ მოხდეს მერებს და გამგებლებს, პარტიზანული წესით გადაყენება.
,,ჩემთვის მნიშვნელოვანი მერად აღდგენა კი არ არის, ეს საკითხი იმიტომ დავაყენე, რომ 15-ში, როცა საქართველოს მოსახლეობა აირჩევს მერებს და გამგებლებს, ისევ ისეთი პარტიზანული წესით არ მოხდეს მათი გადაყენება. ეს არის შავი ხვრელი, რომელიც ახალმა ხელისუფლებამაც დატოვა ძალაში", - განაცხადა უგულავამ.