საქალაქო სასამართლოში სადაც თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერის გიგი უგულავას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უნდა ემსჯელათ პროცესი პროკურორების სემინარზე წასვლის გამო გადაიდო. ამის შესახებ, შესაბამისი განცხადება პროცესზე მოსამართე მაია შოშიაშვილმა წაიკითხა და აღნიშნა, რომ პროკურორება აღნიშნულის შესახებ, სასამართლოს გუშინ სამუშაო დღის დამთავრებამდე 8 წუთით ადრე მიამართეს.
მოსამართლის განცხადებით, პროკურორები 10 დღით სამსახურებრივი მივლინებით ქალაქ ბათუმში მიემგზავრებიან, სადაც აშშ-ის ინიციატივით დანაშაულის თემაზე სემინარია დაგეგმილი.