საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პროკურატურას მოუწოდებს დროულად გამოიძიოს საარჩევნო კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის შემთხვევები.
როგორც პრეზიდენტმა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
საარჩევნო სისტემის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა ბევრი ჩასწორების და შესწორების სურვილი და მან დადო პირობა, რომ მათ შეხედულებებს ყოველთვის ყურადღებით მოისმენს.
„ზოგადად, მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ დარღვევების სირთულე და მასიურობა არ შეიმჩნევა, თუმცა ამ ბოლო დროს არის რამდენიმე შემთხვევა კანდიდატურების მოხსნის და მინდა მოვუწოდო პროკურატურას, რომ დროულად გამოიძიოს ეს შემთხვევები, რადგან ეს არ არის უბრალოდ შესაძლო სამართალდარღვევები, არამედ ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისთვის მდგრადობისა და სუვერენობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ საარჩევნო პროცესში დასმული კითხვები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის აზრით, ამ შემთხვევების გამოძიება არის უმნიშვნელოვანესი.