ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშჩენკოს ინაუგურაციას დაესწრება. განცხადება ამის შესახებ დღეს თავად რომპეიმ პრიუსელში გააკეთა.
„უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობას მივიღებ",_ განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, რომ უკრაინა ასოცირების შეთანხმებას ხელს „რაც შეიძლება მალე მოაწერს".
„ჩვენ უკრაინის პრეზიდენტისაგან თანამშრომლობას ველით",_ განაცხადა რომპეიმ .
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 7 ივნისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები