9 ივნისს ,„საზოგადოებრივი მაუწყებელი" საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით მართავს დებატებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის.
დებატები რომელიც 22:00 საათზე გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს სამი კვალიფიციური სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომლებიც აკმაყოფილებენ საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის, მე-4 პუნქტის მოთხოვნებს
მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ კითხვები 7 ივნისამდე გააგზავნონ არხის ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/1stchannel?fref=ts, ან ელექტრონულ მისამართზე info@gpb.ge, რომელიც შემდგომ ეთერში დიასმება.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მსგავსი დებატები გაიმართა 2010 წლის მერის, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც.