დღეს, 3 ივნისს ვარშავაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს პეტრო პოროშენკოს სავარაუდოდ შეხვდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ბარაქ ობამა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პეტრო პოროშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერა აღუთქვა.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მაისს გაიმართა.