"ვფიქრობ, რომ MAP-ის საკითხი ნატო-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება", _განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ დასავლეთი ხედავს იმ პროგრესს რომელმაც საქართველომ ევროატლანტიკურ სივრცეში დაახლოებისთვის მიაღწია.
"ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს რაც არის საქართველოში. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას, მაგალითად, ავღანეთში. ნატო-ს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატად", - განაცხადა მერკელმა.