საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ გამორიცხული არაა აფხაზეთში ეთნიკური წმენდის მორიგ, შესაძლო, საბოლოო ფაზას მოვესწროთ.
,,გამორიცხული, არ არის, რომ ეთნიკური წმენდის მორიგ, შეიძლება ითქვას, საბოლოო ფაზასაც მოვესწროთ, ღმერთმა არ ქნას. არ მინდა ისე წარმოჩნდეს, რომ მთავრობამ დაიწყო უკვე ფიქრი იმაზე, რომ ტერიტორიები გამოყოს და ბიუჯეტში სახსრები გაითვალისწინოს ამ ადამიანების განსასახლებლად. ჯერჯერობით, ამის რაიმე ნიშანი გარდა დეკლარირებული ინფორმაციისა არ არის, თუმცა ეს ზრუნვის საგანია", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.