ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს მოუწოდებს, შეასრულონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება , რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოს ნატო-სთან დაახლოებისთვის მიენიჭოს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 30 მაისს მიღებულ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს განთავსადა.
როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ალიანსის გაფართოების შესახებ მიღებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ასამბლეა მოუწოდებს ნატო-ს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტს, კვლავაც დაადასტურონ ღია კარის პოლიტიკისა და იმ ქვეყნების ევროატლანტიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი პოლიტიკური ვალდებულება, რომლებიც ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვიან.
დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ ნატო-ს გაფართოება არ წარმოადგენს საფრთხეს რომელიმე ქვეყნისთვის, არამედ აძლიერებს ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებსა და სტაბილურობას.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხული სესია ვილნიუსში 30 მაისს გაიხსნა. მასში მონაწილეობენ ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენელი, ალიანსის 14 პარტნიორი-ქვეყნის პარლამენტის, ევროპარლამენტის წევრები და რამდენიმე პარლამენტთშორისი გაერთიანებება.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლევანდელი საგაზაფხულო სესია რუსეთის გარეშე გაიხსნა.
ვილნიუსში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ სამი, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და ნატო-ს გაფართოების შესახებ დეკლარაცია მიიღო.
როგორც ასამბლეაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა უსიამოვნო, მაგრამ ორაზროვანი განმარტება წარმოაჩინა, თუ რამდენს ნიშნავს თავდაცვა დღევანდელი დღისა და მომავალისთვის.
მან იმედი გამოთქვა, რომ ალიანსის გაძლიერების საკითხი უელსის სამიტზე იქნება მიღებული.