ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ვილნიუსში მიიღო გადაწყვეტილება უელსის სამიტზე საქართველოს MAP-ი მიენიჭოს, - წერს facebook-ში თავის გვერდზე პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი.
"NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ ვილნიუსში მიიღო რეზოლუცია NATO-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, რომელშიც ჩაიწერა, რომ სექტემბერში, უელსის სამიტზე საქართველოს MAP უნდა მიენიჭოს. გარდა ამისა, თედო ჯაფარიძის კითხვაზე პასუხისას ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფონ რასმუსენმა ფრთხილად, მაგრამ აშკარად მიანიშნა, რომ ის პირადად მხარს უჭერს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას", -წერს ბერძენიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები