გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. შესავამის განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
"დაინიშნოს გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად 2014 წლის 30 მაისიდან", - ნათქვამია განკარეგულებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ნდობისათვის, ჩემთვის დიდი პატივია ბატონ პრეზიდენტთან მუშაობა", - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.