სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გოგი გახარია დაინიშნა.
სასჯელაღსრულების დეპარტმენტის ინფორმაციით, ამ თანამდებობიდან დიმიტრი დარბაისელის წასვლის შემდეგ, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე სიმონ მაჩაიძე ასრულებდა.
ამჟამად კი, აღნიშნულ თანამდებობას მოვალეობის შემსრულებელი გოგოი გვახარია დაიკავებს, რომელიც დიმიტრი დარბაისელის ერთერთი მოადგილე იყო.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა დიმიტრი დარბაისელმა 23 მაისს დატოვა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით კი, გიორგი გვახარიამ დეპარტამენტის ხელძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, 2013 წლის დეკემბერში ყველაზე მაღალი ხელფასი - 39 ათას 130 ლარი აიღო.