პარლამენტში პლენარული სხდომები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებამდე არ გაიმართება. ოგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღევანდელი სესიის დასრულების შემდეგ განაცხადა, მომდევნო პლენარული სხდომა 27 ივნისს ჩატარდება, თუმცა კომიტეტებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
მისივე თქმით, 27 ივნისი პლენარული სესიის ბოლო დღეა.
"ჩვენი საკანონმდებლო საქმიანობის მიმდინარეობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ივლისის პირველ ნახევარში რიგგარეშე სესიაზე შეკრება დაგვჭირდება და ამაზე გადაწყვეტილებას პრეზიდენტთან ერთად მივიღებთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღევანდელი პარლამენტის პლენარული სხდომა არასტანდარტული ფორმატით, პარლამენტის თავმჯდომარის სპეციალური ბრძანებულების საფუძველზე ჩატარდა, იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით, ადგილიბრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, პარლამენტი ერთი თვის განმავლობაში სხდომებს არ მართავს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს არის დანიშნული.