საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში საქართველოს საელჩომ ბელგიის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმში საზეიმო მიღება გამართა.
წვეულებას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და დიპლომატიური კორპუსი დაესწრო, ასევე ბელგიაში წარმოდგენილი ქართული დიასპორა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მიღების ფარგლებში საელჩომ ქართულ ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი სამოსის ჩვენება მოაწყო. ღონსძიების მსვლელობისას საქართველოს ჰიმნი შეასრულა, ვალონიის სამეფო ოპერის ქართველმა ტენორმა პაპუნა ჭურაძემ.
ვალონიის ოპერის კვარტეტმა ,,Quatuor César Franck" კი სტუმრებისთვის ქართველი კომპოზიტორის, სულხან ცინცაძის ნაწარმოებები დაუკრა.