უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი სლავიანსკთან ახლოს სეპარატისტების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ დაღუპულია 14 სამხედრო.
„ტერორისტების მიერ, რუსული იარაღით, სლავიანსკთან ახლოს ჩამოგდებულია ჩვენი ვერტმფრენი, რომელსაც სამხედროები როტაციისათვის გადაჰყავდა. 14 ჩვენი სამხედრო დაიღუპა გენერალ კულჩიცკისთან ერთად",_ განაცხადა ტურჩინოვმა პარლამენტის სხდომაზე.
მასალის გამოყენების პირობები