,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მიღწეული პროგრესის კვალდაკვალ, ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ იური ლეანკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საერთო მიზნების წარმატება დიდად არის დამოკიდებული რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არსებობაზე.
ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში მიღწეული პროგრესის კვალდაკვალ, ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს. ჩვენმა ქვეყანამ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად კონსტრუქციული, პროგნოზირებადი მთავრობა. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული დიალოგის პოლიტიკა ჩვენს მეზობლებთან, და არა მხოლოდ ჩვენს მეზობლებთან. ჩვენ შევძელით იდეალური ბალანსის დამყარება", - განაცხადა ღრიბაშვილმა.