საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
ღონისძიება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მიღება გაერო-ს მისიასა და ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს იორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გაერო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, ასევე ნიუ-იორკში მოქმედი გენერალური კონსულები. მიღებას ესწრებოდნენ ამერიკაში მოღვაწე ქართველებიც.
მაია ფანჯიკიძე ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შეხევდრებს მართავს.