პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 29 მაისს, 14 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭი ეყრება ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს, რომლის განხილვაც 16 მაისის პლენარულ სხდომაზე გაიმართა, მაგრამ კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრის ჩატარება ვერ მოხერხდა.
პლენარული სხდომის დაწყებამდე პარლამენტის ბიუროს სხდომა ჩატარდება, სადაც დღის წესრიგს დაამტკიცებენ.
წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყრება იმ კანონპროექტებს, რომლის მიღება კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა.
ამასთან, პარლამენტი დაამტკიცებს მესამე მოსემენით განხილულ მთელ რიგ კანონპროექტებს, მათ შორის, „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ; „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" ; „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.