უკრაინის ახალი პრეზიდენტის მრჩეველთა შორის საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე იქნება. ამ ინფორმაციას თავად ბენდუქიძე ადასტურებს.
ბენდუქიძის განცხადებით, იგი იქნება მრჩეველთა 5-კაციანი საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომლის მუშაობას კანადის მთავრობა აფინანსებს.
მისივე განმარტებით, უკვე მიიღო მონაწილეობა ამ ჯგუფის პირველ შეხვედრაში.
შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის მრჩეველთა შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც განიხილება.