საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს ლაურა ტომპსონს შეხვდა, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოწვევით იმყოფება.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ოცწლიანი მოღვაწეობა, მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დახმარებით განხორციელებულ პროექტებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აქტიური მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის.