პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანგელა მერკელის მივწვევით გერმანიის რესპუბლიკას ეწვევა.
ეს არის ანგელა მერკელის მიერ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების პირველი მიწვევა გერმანიაში.
ვიზიტის ფარგლებში გერმანიისა და საქართველოს მთავრობის მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან.
მოლაპარაკების ფარგლებში განიხილება, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები.
არსებული ინფორმაციით, ხვალვე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის კანცლერმა პრემიერ-მინისტრი 7 აპრილს მიიწვია.