ხვალ, 24 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე სამთო სათხილამურო შეჯიბრი "სუხია 2010''.
27 მარტს გუდაურში, სამთო სათხილამურო შეჯიბრება, "სუხია 2010'' მეთვრამეტედ ჩატარდება და მასში 180 მოთხილამურე მიიღებს მონაწილეობას.
პრესკონფერენციას დაესწრებიან შეჯიბრების ორგანიზატორები
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.