პრემიერ-მინისტრის რეგიონული ტურნე გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთს ეწვევა. პრემიერი სოფელ ბევრეთის მოსახლეობას შეხვდება, დაათვალიერებს სოფელ ბულაჩაურის სამელიორაციო სისტემის სათავე ნაგებობას და გაესაუბრება ადგილობრივ მცხოვრებლებს; იგეგმება თიანეთის სოფელ ზარიძეებში სტუმრობა. პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება საგურამოს ტურისტული კომპლექსის პრეზენტაციას.
მასალის გამოყენების პირობები