იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მრევლის თანამდებობაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნულს თანამდებობაზე ყოფილ პრეზიდენტს არ ურჩევდა.
,,ვფიქრობ, რომ სუვერენული სახელმწიფოს არჩევანია, ვის დანიშნავს საკუთარ მრჩევლად, თუმცა მე პირადად მიხეილ სააკაშვილს არავის არ ვუსურვებდი მრჩევლად", - აღნიშნა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მრჩევლები გახდნენ.