პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განცხადა დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება.
,,სამწუხაროდ, პირველი ქართული რესპუბლიკის არსებობა ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ 70 წლის შემდეგ, 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. 1991 წელს ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა ყველამ ერთად, რადგან ის ეფუძნებოდა 1991 წელის 31 მარტის რეფერენდუმს, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქე მონაწილებდა. დღეს მინდა თბილისიდან მადლობა ვუთხრა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთა ნების საფუძველზე მაშინ აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და ერთიანი სახელმწიფო შევქმენით. მინდა ვუთხრა მათ, რომ იმ ემოციას, რომელიც იყო 23 წლის წინ, რომ საქართველო განვითარდება, როგორც დემოკრატიული, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო, არც ერთი წამით არ შევანელებთ, ამ ნებას, ვიცხოვროთ ერთიან, მთლიან სახელმწიფოში კიდევ ახალ ძალას შევასხამთ და ჩვენ არც ერთი წამით არ გავაჩერებთ ამ მიმართულებით მოძრაობას"_აღნიშნა მარგველაშვილმა.