პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წვევამდელებს ფიცის დადება მიულოცა და მათ წარმატება უსურვა.
,,დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს წვევამდელებს! დღეს თქვენ საზეიმოდ დებთ ფიცს ქვეყნისა და ხალხის წინაშე! დღეს თქვენ სამშობლოს ჯარისკაცები ხდებით, დღეიდან თქვენ სამშობლოს სადარაჯოზე, ხალხისა და ქვეყნის სამსახურში დგებით! გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. მე მჯერა, რომ თქვენ წარმატებით შეასრულებთ ჯარისკაცის რთულ, საპატიო მისიას და პირნათლად მოიხდით ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე. მებრძოლი სული, ღმერთისა და სამშობლოს სიყვარული - ეს არის ის, რაც ჩვენს ქართულ გენშია და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჯარისკაცს და მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი სწორედ ამ სულისკვეთებით იწყებს სამხედრო სამსახურს. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ვეტერანებს, თითოეულ ჯარისკაცს და ოფიცერს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს", _განაცახდა ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.