თავისუფლების მოედანზე, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს.
მანამდე კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა თავისუფლების მოედანზე საჰაერო კომპოზიციით გაიხსნა. მოედნის თავზე სამი იროკეზის ტიპის ვერტმფრენმა გადაიფრინა, რომლებმაც სახელმწიფო დროშა გაშალეს. ამასთან თავისუფლების მოედანზე მოეწყო ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის საჩვენებელი გამოსვლა და სახელმწიფო დროშების ფლეშმობი.