პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოახლოვებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს აძლევს კიდევ ერთ შანს გადადგას ნაბიჯი დემოკრატიისკენ. როგორც ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი გავრცელებულ ტელემიმართვაში განაცხადა ხალხს უნდა ჰქონდეს რეალური ძალაუფლება და თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარი სოფლის, რაიონის, რეგიონის და, საბოლოოდ, ქვეყნის ბედი.
,,მოახლოებული არჩევნები ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ შანსს აძლევს გადადგას ნაბიჯი წინ, დემოკრატიისკენ. ეს არჩევნები თითოეულ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას გაითავისოს, რომ ეს ქვეყანა მისია და თავად უნდა უპატრონოს მას. მე ბევრს დავდივარ რეგიონებში და სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს რეალური ძალაუფლება, ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს საკუთარი სოფლის, რაიონის, რეგიონის და, საბოლოოდ, ქვეყნის ბედი. მხოლოდ ასე, ყველა ერთად, შევძლებთ მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ხალხს, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს თავგანწირვისა და სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და მომავალ თაობებს დავუტოვოთ თავისუფალი, დემოკრატიული და წელგამართული ქვეყანა.კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს", _განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები